საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განახლებული ინფორმაცია _ფიზიკის ლაბორატორიული მეცადინეობები სკოლებისათვის!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტი ფიზიკით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს, ასევე ფიზიკის დეპარტამენტთან არსებული ზსმ სკოლის ფიზიკის სექციის მოსწავლეებს გთავაზობთ მონაწილეობას ფიზიკის ექსპერიმენტებში და მათ შემდგომ თეორიულ განხილვებში!

ლაბორატორიული მეცადინეობებისთვის განსაზღვრულია დღეები: 18, 25, 29 მაისი და 1 ივნისი. ყოველდღე 2-2 ჯგუფი.

გთხოვთ ხშირად იხილოთ განახლებული ინფორმაცია. 

 

ლაბორატორიული მეცადინეობების განახლებული ცხრილი

 

18 მაისი: თსუ ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინსტიტუტი (თამარაშვილის ქუჩა N6), მეცადინეობებს ჩაატარებს ანა კურტანიძე (3 საათი). - კონდენსირებული გარემოს ფიზიკის ლაბორატორიები

25 მაისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი (ჭავჭავაძის გამზირი N3), მეცადინეობებს ჩაატარებენ ნინო რევაზაშვილი (1,5 საათი - პლანეტარიუმი) და თსუ ფიზიკის დეპარტამენტის ატომური ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი რამაზ ლომსაძე (1,5 საათი - ატომის ფიზიკის ლაბორატორია). I ჯგუფი 11:00 სთ. II ჯგუფი 14:00 სთ. 

 

29 მაისი -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი (ჭავჭავაძის გამზირი N3),მეცადინეობებს ჩაატარებენ იური პაპავა (1,5 საათი - ოპტიკის ლაბორატორია) და ანა კურტანიძე(1, 5 სთ  ზეგამტარობის ლაბორატორია.) I ჯგუფი 15:00 -18:00 სთ. II ჯგუფი 17:00-20 სთ. 

1 ივნისი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი (ჭავჭავაძის გამზირი N3), მეცადინეობებს ჩაატარებენ ნინო რევაზაშვილი (1,5 საათი - პლანეტარიუმი) და თსუ ფიზიკის დეპარტამენტის ატომური ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი რამაზ ლომსაძე (1,5 საათი - ატომის ფიზიკის ლაბორატორია). I ჯგუფი 11:00 სთ. II ჯგუფი 14:00 სთ. 

 

მითითებული კორპუსების შესასვლელებში დაგხვდებიან წარმომადგენლები.

 

დეტალებისთვის დამატებით დღეებთან დაკავშირებით,  მიმართეთ ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორს ნანა შათაშვილს nana.shatashvili@tsu.ge    577 44 2747 სახელის, გვარის, სკოლისა და სტატუსის მითითებით.

 

 

თარიღი: 31/05/2024